Baram Baramidze

* 1936

  • რა ხდება ვინ გვასახლებს ? ვინ გვასახლებს? სტალინმა არ იცის ეს ნამდვილად. ეს არის ბერია. მთელი ხალხი ასე ფიქრობს, ბერია და მაშინ კგბ უფროსი არის რუხაძე და მისი მოადგილე გოგლიძე, სახელები აღარ მახსოვს. ამ ლაპარაკში ვართ. ამ დროს მთელი ეს მაღლობები ხალხით გაივსო უკვე გაიგო მთელმა თბილისმა რომ მიყავთ არის კივილი-წივილი, გადალაპარაკება ძახილიახლოს არავის უშვებენ, არაფრის გადაწოდება არ შეიძლება, აქედან იქიდან, ,, ხოდა მოკლედ გუგუნია რა, ჯარი დგას გარეთ. ახლა არც მახსოვს რა მთებია ნავთლუხის ბაზარში, მაგრამ მახსოვს მთელი ეს ფერდობები შეფენილი ხალხით

  • ეს ტუალეტი არ არის 40 კაცი ვართ .რა ვქნათ ახლა ? შეიკრიბა ვაგონის საბჭო ჩვენც იქ ვართ. რა ვქნათ და რა ვქნათ და იატაკი უნდა გავჭრათ პულმანის ვაგონის. ზოგს აღმოაჩნდა ეს საჭრისი და ჩაქუჩი. თითოეულ ვაგონს თავში და ბოლოში დაცვა ჰყავს, ხიშტიანი რუსები დგანან, და სვლის დროს გავჭრათო სხვა გამოსავალი არ არისო. შემოღობეს შუა ცენტრალურ ნაწილში ჩვენ აქეთ იქითა ვართ. სხვა ვაგონებმა არ ვიცი ალბათ იგივე გზას მიმართეს, მახსოვს რომ ვჭრიდით, ჩვენ ახალგაზრდები ვჭრიდით. და კარგი სქელი ერთი 30-40 სანტიმეტრიანი საბარგო ვაგონს წარმოიდგინეთ რამდენი ტონა მიაქვს და ბოლოს და მახსოვს რომ გავჭერით ბოლოს როგორი ზეიმი, როგორი ზეიმი იყო , რომ წარმოიდგინეთ ხალხს დაავაწიყდა სად მივდივართ, რატომ მივდივართ. იმიტომ რომ საშინელება იყომ გავჩერდებოდით სადღაც, შუა სადგურში არ ვჩერდებოდით, სად მივდიოდით აზრზე არ ვარ, მაგრამ რომ გავჭერით ეს პრობლემა მოწესრიგდა. იქ ხალხს ზოგს ღვინო აღმაოჩნდა, ზოგს არაყო და ეს ამბავი აღნიშნეს.

  • მოაღწია 51 წელმა, მერე გახდა ეს მიჯნა ჩვენს ცხოვრებაშ თორემ მივდიოდით ასე. ბებიაჩემს და მე ცალკე ოთახში გვეძინა. შემოდის დედაჩემი და მაღვიძბეს ადექიო შვილო მამაშენი მიყავთო. ჩავიცვით ეს ბებიაჩემიც მოხუცი ქალი იყო და ისტერიკაში ჩავარდა მამაჩემი მიყავთ, შემოვიდა რუსი კგბ წარმომადგენელი იყო არ გავდა აქაურს და ახლდა რამოდენიმე ორი თბილისიელი ძალიან ისეთი კულტურული კაცი იყო ეს კაცი, მორიდებით და მოწიწებით გვეპყრობოდა. და სხვებთან რომ მივიდნენ იქ იყვნენ კაზაკები. ფაფახიანი კაზაკები და სულ ფეხი გაუყარეს ჩვენ კიდევ კაი ღვთისნეირი რაღაც შეგვხვდა მეც იქვე ვარ და გვიცხადებს ნო ალექსანდრე მიხაილოვიც ვი პოდლეჯიტე ვისელენიუ ს სემიოი, აი ბებიაჩემს ძლივს ვაწყნარებ კივის წივის ხოდა დედაჩემი იმ წუთას მოერგო რომ ერთად ვიქნებით და ამან იმოქმედა როგორც ჩანს ძლიერი პიროვნება იყო. დაიოტსა დვა ჩასა პერვოე ნუჟნოე ჩტობი ვზიატ რა შეგვეძლო ,ხოდა დედაჩემმა დაიწყო იმ წუთში ჩალაგება მაშინ იყო დიდი ტაშტები რომელშიც ბანაოდნენ ხალიცები გვქონდა და მე ბებიაჩემს ვაწყნარებ.

  • Full recordings
  • 1

    Tbilisi, 30.06.2013

    (audio)
    duration: 
Full recordings are available only for logged users.

1951 წელი გახდა მიჯნა ჩვენს ცხოვრებაში

1956 წელი, კონსერვატორია პირველი კურსი.jpg (historic)
Baram Baramidze
photo: ბარამის მიერ მოწოდებული

ბარამ ბარამიძე 1936 წელს დაიბადა ქალაქ თბილისში. ბაბუამისი მიხაკო ბარამიძე მოხელე კონდიტერი, მამამისი აგრონომ ზოოტექნიკოსი, ხოლო დედა მასწავლებელი იყო.  მამამისი ომის პირველივე დღეებში წავიდა ფრონტზე და ქერჩში იბრძოდა, სადაც დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. ოჯახმა არაფერი იცოდა მის შეახებ რამდენიმე წელი.  რეალურად მამა 11 წლისამ ნახა. ტყვეობიდან დახსნილი კი კომის ავტონომიურ ოლქში იხდიდა სარჩელს. თბილისში დაბრუნებული ყოველ ხუთშაბათს მიდიოდა კომენდატურაში და არავინ უწყოდა დაბრუნდებოდა თუ არა. 1951 წელს მთელი ოჯახი გაასახლეს ცენტრალურ აზიაში, კერძოდ ყაზახეთში ქ. ჩიმკენტის ოლქის ყიზილ-ყუმის რაიონში, სოფელ ჩარდარაში.  ოჯახი რამდენიმე დღე სატვირთო ვაგონებით მიჰყავდათ დანიშნულების ადგილამდე. ჩასულებს კი უმძიმეს პირობებში უწევდათ ცხოვრება და თავის გატანა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია. იყო  საქართველოს განათლების მინისტრის თანაშემწე, # 1 სამუსიკო სკოლის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორი , თბილისის სახ. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი